ხუთშაბათი
21.11.2024
07:59
Block title
vardi
scorpion
Guns N' Roses
LOVE
love
top.ge
..shesvla saitebze
http://www.youtube

miyvarxar pawawuna

Главная страница

გამიშვით... ცხოვრებას წიხლი უნდა ვკრა!
მომბრზრდა ამდენი ნაგვის ყურება,
ვინახე, ვეფერე, ვეც ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1269 | დაამატა: temuri | თარიღი: 04.06.2012 | კომენტარი (0)

მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია,
სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია,
ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია,
მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!

როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო,
ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო,
ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო
და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.

მე ასე მეგონა წარსულს ვემალები,
მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები,
ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს,
მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.

რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე,
სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე,
კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე,
უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე...
ნანახია: 1063 | დაამატა: temuri | თარიღი: 18.08.2011 | კომენტარი (0)

როცა შეგამჩნიე მგონი
იყო უსაშველოდ გვიან,
დარჩი უსასრულოდ შორი
და მე მოლოდინი მქვია.
სხვაში ამერიე ალბათ
სხვას კლავს ჩემი ლექსის ტყვია.
გვერდში აჩრდილიც კი არ მყავს
და მე მაძებარი მქვია.
ვიხსნი მარტოობის ბორკილს,
ვამტრევ ნაფეხურებს ქვიანს.
შენთვის მოწყალეს და მორჩილს
სხვისთვის ცოდვიანი მქვია.
მომეძალა სევდის ტალღამ
ფიქრებს დააფარა რული.
წასვლა ძნელი იყო მაგრამ
დაბრუნება უფრო რთული.
წლები ჩემს შეცდომებს ითვლის
უკვე უსაშველოდ გვიან.
შენგან დატოვებულ ტკივილს
მაინც სიყვარული ჰქვია!..
ნანახია: 1067 | დაამატა: temuri | თარიღი: 18.08.2011 | კომენტარი (0)

როცა დრო გავა, ალბათ სევდას წაიღებს წლები, და ბევრი რამე მოსახდენი ალბათ მოხდება, ჩემს გულსაც ალბათ დატოვებენ შენზე ფიქრები, მაგრამ სიყვარულს რა მოუვა? ნუთუ მოკვდება? გამოგიტყდები, ჯერ შენია ეს გული წმინდა, მაგრამ, არ შეგხვდე აღარასდროს ძალიან მინდა. მე კარგად ვიცი, შენ რომ ჩემი აღარ იქნები, იქნებ როგორმე დაგივიწყო შორს თუ ვიქნები.. აღარ ვოცნებობ მე იმაზე ; შენც რომ გიყვარდე, ერთი სურვილი დამრჩენია; " აღარ მიყვარდე" სიყვარულს ჩემთვის მხოლოდ სევდა, ტკივილი მოაქვს, თანაც ამ ტკივილს, არც სასრული და აღარც დრო აქვს... რადგან ამ გრძნობას მე ვერ მოვკლავ და ვერც გავაქრობ, ერთი გზა მრჩება, მე სიყვარულს მხოლოდ ჩავაქრობ. გადავწყვიტე რომ აღარასდროს, მე შენ არ გნახავ, ჩემს სიყვარულს კი ძალიან ღრმად გულში დავმარხავ. ისე დავმარხავ ვერასოდეს ვერავინ ნახოს, ვეღარ გავიგო მე მისი ხმა რომ დამიძახოს. და რაც დრო გავა, ჩემი გრძნობა უფრო ჩაქრება, ჩემი ტკივილი, ჩემი დარდიც ალბათ გაქრება... ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1097 | დაამატა: temuri | თარიღი: 19.06.2011 | კომენტარი (1)

იწყება ცხოვრება! გადის საათები,დღეები,თვეები... არის იმედი! იმედი ყველაფრის... სიცოცხლის...ლამაზი სიცოცხლის... არის მოლოდინი დამრთგუნველი...დამღლელი...დამქანცველი ლოდინი... ლოდინი...ლოდინი... ფიქრები...ნატვრა...ოცნება... რისი ოცნება? სიყვარულის... ლამაზი სიყვარულის,რომელიც გაგაძლიერებს,დაგამშვიდებს და ამავდროულად აგაფორიაქებს... ნატვრა მოულოდნელი სიყვარულის,მარადიულის,უკვდავის და ულამაზესის... ეს ნატვრა ამიხდა... სწორედ ასეტი სიყვარულით შემიყვარდი...ისე უბრალოდ,ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და შენთან გატარებულ თითოეულ წუთს ოქროს ასოებით ვწერ გულში,რომელიც შენ გეკუთვნის...
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1504 | დაამატა: temuri | თარიღი: 08.04.2011 | კომენტარი (0)

სახელი - სიყვარული, ასაკი - არ ააქვს, მშობლები - სიცოცხლე და სიკვდილი, მისამართი - ადამიანის გული, ფერი- გამჭირვალე, მტრები - ეჭვი, ღალატი და სიამაყე, ჰობი - ადამიანთა გულების დაპყრობა, მეგობრები - ტანჯვა, ცრემლი, სიხარული,მონატრება, დევიზი - მე შენ მიყვარხარ, მიზანი - ბედნიერება.
ნანახია: 1474 | დაამატა: temuri | თარიღი: 06.04.2011 | კომენტარი (0)

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.

მიწას ადგია ცა გარინდებით

და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,

ადამიანის ბედი კრულია.

დადუმებული კიდია ზარი

და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,

ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.

დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე

და ეკლესია თითქოს თოვლია.

ნანახია: 1067 | დაამატა: temuri | თარიღი: 25.03.2011 | კომენტარი (0)

ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
ჯანსაღი ფერით მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური რძისფერი ტანი.
მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით

ნანახია: 1028 | დაამატა: temuri | თარიღი: 15.03.2011 | კომენტარი (0)

სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარების გედი,
ნაღვლიანი მზერა ქონდა დარდიანი ბედი,
ტბა ბურუსით მოცულიყო,გედის გული ნისლით,
ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა,ვერც ნაპირზე მისვლით,
ჩანდა გზები მოფენილი ეკლითა და ვარდით,
გედმა ეკლის გზა არჩია,არ გათელა ვარდი,
და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი,
საკვირველი იყო გედი,როცა ამდენს ძლებდა,
იმ გედს ერქვა სიყვარული და შენ დაგეძებდა!

ნანახია: 1046 | დაამატა: temuri | თარიღი: 15.03.2011 | კომენტარი (0)

სიჩუმე…
და მხოლოდ შრიალი ფოთლების,
წამის წინ სიტყვები: "მიყვარხარ ძალიან”
ახლა კი სხეულის შიგნიდან გრძნობები
ცრემლებად ჟონავენ დაბურულ თვალიდან.

სიჩუმე…
ნერვებმა გახეთქეს აორტა,
კბილებმა საკოცნი ტუჩები შეჭამეს,
ლოდინი პასუხის უეცრად გაორდა,
ან "მეც” და ან კიდევ "ბოდიში მე წავალ”

სიჩუმე…
და მხოლოდ შხაპუნი წვეთების,
წამის წინ სიტყვები: "გთხოვ, მინდა წავიდე”
ახლა ვერც საკუთარ სხეულში ვეტევი
და, ალბათ, სამყაროც ვერასდროს დამიტევს

ნანახია: 1058 | დაამატა: temuri | თარიღი: 15.03.2011 | კომენტარი (0)

1 2 3 ... 6 7 »