როცა შეგამჩნიე მგონი იყო უსაშველოდ გვიან, დარჩი უსასრულოდ შორი და მე მოლოდინი მქვია. სხვაში ამერიე ალბათ სხვას კლავს ჩემი ლექსის ტყვია. გვერდში აჩრდილიც კი არ მყავს და მე მაძებარი მქვია. ვიხსნი მარტოობის ბორკილს, ვამტრევ ნაფეხურებს ქვიანს. შენთვის მოწყალეს და მორჩილს სხვისთვის ცოდვიანი მქვია. მომეძალა სევდის ტალღამ ფიქრებს დააფარა რული. წასვლა ძნელი იყო მაგრამ დაბრუნება უფრო რთული. წლები ჩემს შეცდომებს ითვლის უკვე უსაშველოდ გვიან. შენგან დატოვებულ ტკივილს მაინც სიყვარული ჰქვია!..