ორშაბათი
23.06.2025
04:38
Block title
vardi
scorpion
Guns N' Roses
LOVE
love
top.ge
..shesvla saitebze
http://www.youtube

miyvarxar pawawuna

მთავარი » 2011 » აგვისტო » 18
მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია,
სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია,
ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია,
მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!

როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო,
ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო,
ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო
და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.

მე ასე მეგონა წარსულს ვემალები,
მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები,
ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს,
მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.

რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე,
სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე,
კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე,
უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე...
ნანახია: 1083 | დაამატა: temuri | თარიღი: 18.08.2011 | კომენტარი (0)

როცა შეგამჩნიე მგონი
იყო უსაშველოდ გვიან,
დარჩი უსასრულოდ შორი
და მე მოლოდინი მქვია.
სხვაში ამერიე ალბათ
სხვას კლავს ჩემი ლექსის ტყვია.
გვერდში აჩრდილიც კი არ მყავს
და მე მაძებარი მქვია.
ვიხსნი მარტოობის ბორკილს,
ვამტრევ ნაფეხურებს ქვიანს.
შენთვის მოწყალეს და მორჩილს
სხვისთვის ცოდვიანი მქვია.
მომეძალა სევდის ტალღამ
ფიქრებს დააფარა რული.
წასვლა ძნელი იყო მაგრამ
დაბრუნება უფრო რთული.
წლები ჩემს შეცდომებს ითვლის
უკვე უსაშველოდ გვიან.
შენგან დატოვებულ ტკივილს
მაინც სიყვარული ჰქვია!..
ნანახია: 1088 | დაამატა: temuri | თარიღი: 18.08.2011 | კომენტარი (0)