ორშაბათი
03.02.2025
07:41
Block title
vardi
scorpion
Guns N' Roses
LOVE
love
top.ge
..shesvla saitebze
http://www.youtube

miyvarxar pawawuna

მთავარი » 2011 » თებერვალი » 17 » ar xar
20:45
ar xar
არა ხარ _
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ...
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ...
დაბრუნდი...
ან იქნებ არსად არ წასულხარ,
ან იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ...
დაბრუნდი...
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ–
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით აავსებს...
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაიწვა რაფაზე...
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს...
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს.
რომ ასე სუსტი და ასეთი უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ...
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ...
რომ ისევ ღამეა და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ...
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ..."

მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 930 | დაამატა: temuri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: