როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს, თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით, ხელს ნუ ჩაიქნევ იმედი გქონდეს, იცოდე მუდამ შენთან არს ღმერთი! თუ კი ცხოვრებამ მახე დაგიგო, შენ ხარ პირველი და ერთადერთი?! ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს, ყველგან ყოველთვის შენთან არს ღმერთი! მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე, და არ იცრუო სიტყვა არცერთი, მე კი გულწრფელად მინდა გისურვო მთელი სიცოცხლე გფარავდეს ღმერთი!!!
მოგნატრებია ოდესმე ტირილი? ოდესმე ცრემლი მოგნატრებია? ოდესმე ჯავრი თუ გქონებია? წვიმაში თმა თუ დაგსველებია? ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია? თვალები ცრემლით დაგსველებია? ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით? ალბათ სიმღერაც მოგძალებია? თუ დაწოლილხარ ოდესმე თოვლში? თოვლში ყვავილი თუ გიძებნია? თუ გიცინია აცრემლებამდე? გულდაწყვეტილსაც გაგღვიძებია? მოგნატრებია ნეტავ ოდესმე? ნეტავ ოდესმე თუ გყვარებია? რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ ამდენი განცდა თუ შეგძლებია....
ჩემს გაბუტულ ტუჩებს, შენზე ფიქრით გადაღლილი შემოვივლი ქუჩებს... მივუყვები აღმართს სადღაც, ფიქრი ფიქრებს ერთვის, თითქოს აქ ხარ, ჩემთან ახლოს, შენი სუნთქვა მესმის... -სიხარულო, მენატრები,- ჩუმად გეტყვი ყურში, შენ კი ისევ გამიღიმებ, ჩამიხუტებ გულში. ზღვაზე თეთრი თოლიები ათენებენ ღამეს, მენატრები და მიყვარხარ, დამიბრუნდი მალე... !!!!!!!!!! 21:01 ,,მიყვარხარ!"-ვერ მითქვამს ხმამაღლა, თუნდ გესმის ხმა გულისფეთქვის, ,,მიყვარხარ!-მიყვარხარ!-მიყვარხარ!" ვზივარ და ვჩურჩულებ ჩემთვის. მოხვალ და მომიტან სიხარულს, წახვალ და მიტოვებ სევდას, ოცნებით დავფრინავ ცაში, სიზმარში,შენს სახეს ვხედავ. ფოთლების ჩურჩული მესმის, ჩემს ხმას რომ ზარივით ერთვის, ,,მიყვარხარ!"-ამას შენ ვერ გეტყვი, ვზივარ და ვჩურჩულებ ჩემთვის!! 21:03 წვიმის წვეთები გაყინულ გულს ცრემლად ედება რა მოხდება, რომ ღმერთს ესმოდეს ჩემი ვედრება, რ
... კითხვის გაგრძელება »
გათავდა,მორჩა,აღარ მწამს ფიცი, შენ ჩემს მკლავებში თრთიხარ მორჩილი, ასე მგონია კოცონზე ვიწვი, მაგ ყორნისფერი თმით შებოჭილი. აცრემლებული,ატირებული, შენს უმწეობას მოსთქვამ გოდებით, "არ გეცოდები?" ამბობ ჩურჩულით, და მე ვხარხარებ: "არ მეცოდები". მაბედნიერებს მაგ გულის ძგერა, შეშინებული შენი თვალები, შენი ტირილი,ბავშვური ცრემლი და უთავბოლო "გემუდარები". მე კი ვთამაშობ,და არც ვთამაშობ, ესეც ჟინია და არც ჟინია, გულში კი ვფიქრობ: "სულელო ბავშვო, რაკი მიყვარხარ,ნუ გეშინია
არა ხარ _ შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ... და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ... დაბრუნდი... ან იქნებ არსად არ წასულხარ, ან იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ... დაბრუნდი... და შენი სიჩუმის პასუხად მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ– რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ ოთახის სიბნელეს სურვილით აავსებს... რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი მკრთალი სანთელივით ჩაიწვა რაფაზე... რომ ლურჯი ღრუბლები ბეჯითად ხატავენ გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს... რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს. რომ ასე სუსტი და ასეთი უძლური საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ... რომ ახლაც ოთახში ვზივარ მობუზული და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ... რომ ისევ ღამეა და ალბათ ადრეა რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ... რომ სადღაც გავრბივარ და შენს მონატრებას მშიერი მხეცივ
... კითხვის გაგრძელება »
ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები ახლა საღამო, დახშულია ამავდროებით. მე ჩემს ლოცვებში მახსენდება შენი თვალები, და ეს თვალები მოცულია განმარტოებით... ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები, მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს. შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით, და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.... ..... დღეს დაიხშება... სასუფევლის თეთრი კარები. შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას. მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი თვალები, და ეს თვალები კვლავ ელიან განმარტოვებას. გაფერმკრთალდება ზღვის ნეტარი სილურჯეები.... მე დავამშვენებ შენი სახლის ლამაზ სახურავს. შორს ის მიზნები დარჩებიან მიუღწეველნი, და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს. ახლა კვნესიან... მგლოვარების... ალბათ ზარები. ახლა საღამო... დახშულია... ამავდროებით. ჩუმად ლოცვაში გამახსენდა შენი თვალები,, და ეს თვალები მოცულია, განმარტოვებით...