გათავდა,მორჩა,აღარ მწამს ფიცი, შენ ჩემს მკლავებში თრთიხარ მორჩილი, ასე მგონია კოცონზე ვიწვი, მაგ ყორნისფერი თმით შებოჭილი. აცრემლებული,ატირებული, შენს უმწეობას მოსთქვამ გოდებით, "არ გეცოდები?" ამბობ ჩურჩულით, და მე ვხარხარებ: "არ მეცოდები". მაბედნიერებს მაგ გულის ძგერა, შეშინებული შენი თვალები, შენი ტირილი,ბავშვური ცრემლი და უთავბოლო "გემუდარები". მე კი ვთამაშობ,და არც ვთამაშობ, ესეც ჟინია და არც ჟინია, გულში კი ვფიქრობ: "სულელო ბავშვო, რაკი მიყვარხარ,ნუ გეშინია