ჩემს გაბუტულ ტუჩებს, შენზე ფიქრით გადაღლილი შემოვივლი ქუჩებს... მივუყვები აღმართს სადღაც, ფიქრი ფიქრებს ერთვის, თითქოს აქ ხარ, ჩემთან ახლოს, შენი სუნთქვა მესმის... -სიხარულო, მენატრები,- ჩუმად გეტყვი ყურში, შენ კი ისევ გამიღიმებ, ჩამიხუტებ გულში. ზღვაზე თეთრი თოლიები ათენებენ ღამეს, მენატრები და მიყვარხარ, დამიბრუნდი მალე... !!!!!!!!!! 21:01 ,,მიყვარხარ!"-ვერ მითქვამს ხმამაღლა, თუნდ გესმის ხმა გულისფეთქვის, ,,მიყვარხარ!-მიყვარხარ!-მიყვარხარ!" ვზივარ და ვჩურჩულებ ჩემთვის. მოხვალ და მომიტან სიხარულს, წახვალ და მიტოვებ სევდას, ოცნებით დავფრინავ ცაში, სიზმარში,შენს სახეს ვხედავ. ფოთლების ჩურჩული მესმის, ჩემს ხმას რომ ზარივით ერთვის, ,,მიყვარხარ!"-ამას შენ ვერ გეტყვი, ვზივარ და ვჩურჩულებ ჩემთვის!! 21:03 წვიმის წვეთები გაყინულ გულს ცრემლად ედება რა მოხდება, რომ ღმერთს ესმოდეს ჩემი ვედრება, რა მოხდება, რომ სულ ერთი წამით ჩაგიკრა გულში რა მოხდება,რომ ძველებურად ჩაგხედო სულში.. რა მოხდება,რომ დღე გათენდეს კვლავ შენთან ერთად და რა მოხდება, კვლავ ვიაროთ ამქვეყნად ერთად, რა მოხდება,რომ ჩავიფიქრო და გაჩნდე ჩემთან, რა დაშავდება ერთად ვიყოთ ამითი ნეტავ... ალბათ ბევრია ღმერთისათვის ჩემი ვედრება და ეს დღეებიც უშენობით, სევდით თენდება !!! 21:04 გული დაიწვა სიყვარულის სისხლისფერ ცეცხლში, რადგან როდესაც ცას ვუმზერდი, ბევრი იდარდა, და გულისაგან დარჩენილი ფერმკრთალი ფერფლი, ძვირფასო, შენი სუნთქვისაგან მიმოიფანტა. აღარ მახსოვდა, რომ არსებობს ბედნიერება, ვიყავ სტუმარი, ყოველ ღამით, სევდიან მხარის, და მე მესმოდა ქვეყნად ყველა ადამიანის, ამ ცხოვრებაში ტრფობისათვის ვინც იყო მკვდარი... არის წუთები, როცა სულში ცეცხლის უდაბნოს ცრემლი სწყურია, უცრემლობის განცდა აწამებს, გინდა დალეწო ყველაფერი, იტირო მწარედ, და ცრემლებიც კი ივიწყებენ დატანჯულ თვალებს!