მოგნატრებია ოდესმე ტირილი? ოდესმე ცრემლი მოგნატრებია? ოდესმე ჯავრი თუ გქონებია? წვიმაში თმა თუ დაგსველებია? ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია? თვალები ცრემლით დაგსველებია? ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით? ალბათ სიმღერაც მოგძალებია? თუ დაწოლილხარ ოდესმე თოვლში? თოვლში ყვავილი თუ გიძებნია? თუ გიცინია აცრემლებამდე? გულდაწყვეტილსაც გაგღვიძებია? მოგნატრებია ნეტავ ოდესმე? ნეტავ ოდესმე თუ გყვარებია? რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ ამდენი განცდა თუ შეგძლებია....